ჩვენ შესახებ
“საქრძე” არის ასოციაცია 18 წლიანი ისტორიით და იგი 2006 წელს რძის სექტორის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით შეიქმნა.
დაარსების დღიდან ჩვენი მიზნები და ამოცანებია:
- მერძევეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა
- დარგის ინტერესების დაცვა და ლობირება
- რძისა და რძის პროდუქტების თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
- რძისა და რძის პროდუქტების პოპულარიზაცია
- საქართველოში წარმოებული რძის რაოდენობისა და ხარისხის გაზრდა
- პროფესიული სწავლების გაძლიერება
- ინოვაციებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა
- მერძევეობის სფეროში წარმატებული ქვეყნების ცოდნის, გამოცდილებისა და სტანდარტების გავრცელება როგორც ასოციაციის წევრებს შორის, ასევე რძის ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს შორის
- აქტიური მონაწილეობა რძის სექტორთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტის მომზადებაში
ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, „საქრძის“ ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სექტორის გასავითარებლად.
USDA -ს პროექტ SQIL-თან სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგი გახლავთ „ყველის გზა“.
„ყველის გზის“ შექმნის იდეა ბევრს ჰქონდა.
გვქონდა ჩვენც მათ შორის და ჩვენი იდეის არსს წარმოადგენს სურვილი, გავაუმჯობესოთ ვითარება რძის გადამამუშავებელ სექტორში.
ჩვენი მიზანია, რომ „ყველის გზა“ გადაიქცეს ერთი მხრივ ციფრულ გზამკვლევად გასტრონომიით დანტერესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ციფრული სერვისებით (Google რუქა, ვებგვერდი, აპლიკაცია, სოციალური ქსელები) ყველის მწარმოებლებს საშუალება მიეცეთ დივერსიფიკაცია გაუკეთონ გაყიდვების არხებს, გაზარდონ პროდუქციის რეალიზაცია და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.