ქართული ყველი

დამბალხაჭო

დამბალხაჭო

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: მცხეთა-მთიანეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძის დოსგან

დამბალხაჭო საკვებად გამოიყენება როგორც მშრალად, ყველივით, ასევე, მისგან ამზადებენ ხინკალს, ხაჭაპურს და ტრადიციულ ფშავურ კერძს - ხაჭოერბოს. დამბალხაჭოს ძალიან უხდება ჟიპიტაური და ასევე, მშრალი თეთრი ღვინო და ლუდი.

ხანის ყველი

ხანის ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: იმერეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

თავისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე ხანის ყველს ძალიან უხდება იმერული ღვინოები: ციცქა, ცოლიკოური, ასევე, ქართლის ღვინოები: ჩინებული და გორული მწვანე.

წყალდასხმულა

წყალდასხმულა

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: რაჭა-ლეჩხუმი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

მოცხარო - მოტკბო, დავარგებული ყველის პიკანტური ტონები ცნობილ ღების ხაჭაპურს განუმეორებელსა და ყველა სხვა ხაჭაპურისაგან განსხვავებულს ხდის. ცნობისთვის ღების ხაჭაპურის გულსართს რამდენიმე ყველისგან ამზადებენ.

ჩოგი

ჩოგი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: თუშეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ცხვრის მაღალცხიმიანი რძისგან

თავისი გემოვნური თვისებების გამო, ჩოგს ძალიან უხდება მშრალი, მაღალი ტანინის მქონე როგორც თეთრი (ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, რქაწითელი), ისე წითელი ღვინო (საფერავი, მუკუზანი), რაც ამ ყველის პიკანტურ გემოს სრულყოფილად აბალანსებს.

აჭარული ჩლეჩილი

აჭარული ჩლეჩილი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: აჭარა
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის მოხდილი რძისგან
თავისი გემოვნური თვისებების გამო ის ძალიან უხდება როგორც მსუბუქ თეთრ ღვინოს (ცოლიკოური, ციცქა, გორული მწვანე, ჩინური/ჩინებული), აგრეთვე ნახევრად ტკბილ თეთრ და წითელ ღვინოს (ტვიში, ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა) და ასევე, გამოიყენება აჭარული კერძის, ბორანოს მოსამზადებლად.

მესხური ჩეჩილი

მესხური ჩეჩილი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სამცხე-ჯავახეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის მოხდილი რძისგან

თავისი გემოვნური თვისებების გამო ის ძალიან უხდება ნახევრად ტკბილ  ღვინოს ( ქინძმარაული, ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი) და ასევე, ძალიან გემრიელია ერბოსთან ერთად გაცხელებული.

შუშველა

შუშველა

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: აჭარა
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

თავისი გემოვნური თვისებებით შუშველა ძალიან უხდება მსუბუქ თეთრ ღვინოს (ჩინური/ჩინებული, გორული მწვანე, ციცქა, ცოლიკოური). აგრეთვე, ძალიან კარგია სალათების, კანაპეების, ტოსტების მოსამზადებლად.

ყურუთი

ყურუთი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: აჭარა
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძის შრატიდან მიღებული ნადუღით

თავისი გემოვნური თვისებების გამო საუკეთესოა ნაბახუსევზე, ის ძალიან უხდება მსუბუქ თეთრ ღვინოს (ჩინური/ჩინებული, გორული მწვანე, ციცქა, ცოლიკოური) და ასევე, ძალიან გემრიელია ტაფაში გაცხელებულ, ერბოსთან ერთად.

ტენილი

ტენილი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სამცხე-ჯავახეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის ან ცხვრის მოუხდელი რძისაგან

„ტენილი“ ყველი შესაძლებელია მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე, გამოიყენოთ სალათების, აპეტაიზერების მოსამზადებლად. იგი შესანიშნავია ისეთ დესერტულ ღვინოებთან, როგორიცაა ქინძმარაული და ხვანჭკარა, ნიგოზთან და მშრალ ხილთან ერთობლიობაში. „ტენილთან“ ერთად ასევე, ძალიან გესიამოვნებათ კახური მეთოდით, ქვევრში დავარგებული ტანინიანი თეთრი და წითელი ღვინოები.

ხმელი კალტი

ხმელი კალტი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: თუშეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის ან ცხვრის ან მათი ნარევი რძის შრატისაგან

კალტს, ჩვეულებრივ, ტრადიციულ ადგილობრივ სასმელთან - ალუდთან (ლუდი) ერთად მიირთმევენ.

სველი კალტი

სველი კალტი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: თუშეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის ან ცხვრის ან მათი ნარევი რძის შრატისაგან

„სველ კალტს“ ტრადიციულად, მიირთმევენ ლუდთან ერთად. ხოლო, თანამედროვე ქართულ კულინარიაში იგი წარმოადგენს ერთ-ერთი შემადგენელ კომპონენტს კანაპეების, ტოსტებისა და ბრუსკეტებისათვის.

საზანოს იმერული ყველი

საზანოს იმერული ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: იმერეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

საზანოს იმერული ყველი საკვებად მსუბუქი პროდუქტია და მას ხშირად მოიხმარენ როგორც ახალ ყველს. იგი ძალიან უხდება ცხელ მჭადს (სიმინდის კვერი), ხოლო პიტნით და ტარხუნით გადაზელილი იძენს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საზანოს იმერული ფართოდ გამოიყენება ხაჭაპურის დასამზადებლად.

ნარჩვი

ნარჩვი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სვანეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

ნარჩვი გამოიყენება როგორც ცალკე საჭმელად, ისე, ცომეულისა და ხაჭაპურის გულსართად. მას ასევე მოიხმარენ შეცხელებულს - კერძზე მოსასხმელად. ნარჩვისგან მზადდება უგემრიელესი სვანური ჭიშდვარი (ყველითა და სიმინდის ფქვილით გამომცხვარი კვერი).

სვანური სულგუნი და შებოლილი სვანური სულგუნი

სვანური სულგუნი და შებოლილი სვანური სულგუნი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სვანეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის და/ან თხის რძისაგან ან მათი ნარევისაგან

სულგუნი ძალიან გემრიელია როგორც ცალკე საჭმელად, ასევე, ფართოდ გამოიყენება ხაჭაპურის გულსართად, გებჟალიისა და ნადუღის ფირფიტების მოსამზადებლად. სულგუნით ასევე, ამზადებენ განთქმულ სვანურ ჭიშდვარს (სიმინდისა და ყველის კვერი).

მეგრული სულგუნი და შებოლილი მეგრული სულგუნი

მეგრული სულგუნი და შებოლილი მეგრული სულგუნი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სამეგრელო
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის და/ან თხის რძისაგან ან მათი ნარევისაგან

სულგუნი ძალიან გემრიელია, როგორც ცალკე საჭმელად, ასევე, ფართოდ გამოიყენება ხაჭაპურის გულსართად, გებჟალიისა და ნადუღის ფირფიტების მოსამზადებლად. სულგუნით ასევე, ამზადებენ ჭიშდვარს (სიმინდისა და ყველის კვერი).

კობის ყველი

კობის ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: მცხეთა-მთიანეთი - ხევი (თრუსოს ხეობა)
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის ან ძროხის და ცხვრის შერეული მოხდილი ან ნაწილობრივ მოხდილი რძისგან

კობის ყველი გამოიყენება გულსართიანების - ხაბიძგინას, ფხლოვანას, ჭახრაკინას დამზადებისას, ასევე, მისგან ამზადებენ ხინკალს. ძალიან უხდება ღვინოს, განსაკუთრებით კი მაღალი ტანინის შემცველობის ღვინოს.

კაზლა | ჩეჩოს ყველი

კაზლა | ჩეჩოს ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სამეგრელო და იმერეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის, თხის, კამეჩის ან მათი ნარევი რძისგან

კაზლა ყველი სადესერტო ყველია, რომელიც ძალიან უხდება საუზმეს, სალათებსა და ასევე, შესანიშნავია სტარტერების მოსამზადებლად. თუმცა, ამ ყველის გულსართით გამომცხვარი მეგრული თუ იმერული ხაჭაპური ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ხაჭაპურებს შორის.

იმერული ყველის აცმები

იმერული ყველის აცმები

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: იმერეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

ამ ტიპის “ხმელი ჩხირები“ უფრო მეტად გამოიყენება წვნიან კერძებში და შესანიშნავია სხვადასხვა მწვანილის და ბოსტნეულის წვნიანებში.

სუფრის ყველი | თავი ყველი

სუფრის ყველი | თავი ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის, ცხვრის, თხის ან კამეჩის რძისაგან და/ან მათი ნარევისაგან. ნარევი რძის შემთხვევაში ძროხის რძის შემცველობა არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები

სუფრის ყველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ქართულ კულინარიაში, როგორც სტარტერი და სტარტერების შემადგენელი ინგრედიენტი, ხოლო ქვევრში დაყენებული რქაწითელი, ქისი, საფერავი, კახური მწვანე და ჩინური მას ძალიან უხდება.

წველა (დაკენკილი) ყველი

წველა (დაკენკილი) ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: გურია
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის რძისგან

დაკენჭილი ყველი გემრიელია როგორც მშრალად საჭმელად, ასევე, სასაუზმედ და სალათების მოსამზადებლად. იგი აგრეთვე, საუცხოოა ხაჭაპურისა და გურული ღვეზელის მოსამზადებლად.

მეგრული გუდის ყველი

მეგრული გუდის ყველი

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: სამეგრელო
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება თხის, ძროხის ან თხისა და ძროხის შერეული რძისგან

მეგრული გუდის ყველი შესანიშნავი აპეტაიზერია წვეულებისათვის და მას ძალიან უხდება წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, როგორიცაა ოჯალეში, უსახელაური და სხვა.

თუშური გუდა

თუშური გუდა

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: თუშეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ცხვრის, ძროხის, ან ცხვრის და ძროხის შერეული რძისგან

თუშური გუდის ყველს არაფერი უხდება ისე, როგორც ტრადიციული, კახური წესით ქვევრში დაყენებული რქაწითელი და ქისი, ასევე, საფერავი.

გუდა

გუდა

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ცხვრის, ძროხის, ან ცხვრის და ძროხის შერეული რძისგან. ნარევს შეიძლება დაემატოს თხის რძეც

გუდის ყველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ქართულ კულინარიაში, როგორც სტარტერი და სტარტერების შემადგენელი ინგრედიენტი. ასევე, შესანიშნავ პიკანტურობას ანიჭებს ბოსტნეულის სალათებს, ხოლო ღვინოებიდან შეესატყვისება ქვევრში დაყენებული რქაწითელი, ქისი, საფერავი, კახური მწვანე და ჩინური.

გვაჯილა

გვაჯილა

  • წარმოების გეოგრაფიული არეალი: რაჭა-ლეჩხუმი
  • რძის ტიპის მიხედვით: მზადდება ძროხის და/ან თხის რძისაგან ან მათი ნარევისაგან.

გვაჯილა საგემოვნო თვისებების გამო ყველაზე ხშირად მოიხმარება საუზმის დროს და ამიტომ ცნობილია როგორც საუზმის ყველი. ის ასევე ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათებს, ხოლო მსუბუქ, თეთრ დესერტულ ღვინოსთან ერთად განუმეორებელი სტარტერია.