ბუტრანა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან მცირე ზომის ვენახების მიკროზონას ქვია. ამ ვენახებიდან მოწეული მოსავლის ღვინით ხდება ყველის დავარგება და, შესაბამისად, აქ მდებარე ყველის საწარმოსაც „ბუტრანა“ სწორედ ამიტომ ეწოდა.
საწარმოს საკუთარი მესაქონლეობის ფერმა გააჩნია და ის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მთელ რიგ სერთიფიკატებს ფლობს: საწარმოს დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი, აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს მუდმივი აღიარების კოდი და ISO 22000 სერთიფიკატი.