კახათის არტიზანული ყველის საწარმო

50
კახათი

სამეგრელო ნოყიერი რძითა და ყველის დამზადების საუკუნოვანი ტრადიციებითაა ცნობილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თუ მოხვდებით, სოფელ კახათში ნათიას არტიზანული ყველის საოჯახო საწარმოს ესტუმრეთ. აქ ყველის დაგემოვნებასთან ერთად, საკუთარი ხელით მეგრული ტექნოლოგიით ყველის ამოყვანის ხელოვნებასაც ეზიარებით.

ტრადიციული მეგრული სულგუნი მისი ცხიმიანობითა და ამოზელვის ტექნოლოგიით გამოირჩევა. ის რბილი ფაქტურისაა და დაჭრისას რძეს გამოყოფს. მეგრულად შებოლილ სულგუნს კი გაჭრისას, მის შუაგულში არსებული ცხიმის ყვითელი ფენებით ამოიცნობთ.
კახათი
კახათი
კახათი
  • +
    პროდუქციის ასორტიმენტი
  • +
    რა ვნახოთ?

სამეგრელო, ზუგდიდი, სოფელი კახათი

10:00-20:00