მართა ბებოს დამბალ ხაჭო

50
მართა ბებო

მართა ბებოს დამბალ ხაჭოს დამზადების ტრადიციული რეცეპტი შვილიშვილებმა, ეკამ და მისმა სამმა დამ, ბებიის საპატივცემულოდ აღადგინეს. საოჯახო საწარმო დაბა თიანეთში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 2022 წელს კი, მართა ბებოს დამბალ ხაჭოზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, დოჯურიშვილების ოჯახმა თანამედროვე ტიპის საწარმო ააშენა.

დამბალ ხაჭო ავთენტური ფშაური დავარგებული ყველის სახეობაა. ის მზადდება მარილში გადაზელილი ხაჭოს მასისგან და შემდეგ ორთვენახევარი თიხის ჭურჭელში დავარგების, ანუ დაობების პროცესს გადის. თავისი ტექნოლოგიით დამბალ ხაჭო წააგავს ევროპულ დაძველებულ ყველებს, როგორიცაა მაგალითად, კამემბერი.

დამბალ ხაჭოს წარმოების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვიწროა და ის თიანეთის მუნიციპალიტეტით შემოიფარგლება. თიანეთში მოწველილი ძროხის რძეს ზუსტად ის თვისებები გააჩნია, რაც დამბალ ხაჭოს დავარგების პროცესის დასრულებას, ადამიანის ხელის ჩარევის გარეშე ჭირდება. ამიტომ საწარმო რძეს იბარებს მხოლოდ თიანეთის სოფლების ფერმერებისგან, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს.

საწარმოს დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი.

გურმანები გვირჩევენ, რომ ცივად დაჭრილი დამბალ ხაჭო განსაკუთრებით უხდება წითელ მშრალ ღვინოს და დილის ყავას. თუმცა, თიანეთში დამბალ-ხაჭოს ერბოსთან ერთად ტაფაზე მოცხელებულ მდგომარეობაში მიირთმევენ. ასეთი სახით ის ფრანგულ ფონ-დიუს წააგავს და ღვინოსთან ერთად ერთობ სასიამოვნო კერძია. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, ერბო მას ოქროსფერ შეფერილობას სძენს და ესთეტიურადაც შესანიშნავად გამოიყურება.

საწარმო ვიზიტორებს სთავაზობს როგორც გასტრონომიურ გამოცდილებას, ისე წარმოების პროცესში ჩართვასაც.
მართა ბებო
მართა ბებო
მართა ბებო
  • +
    რა ვნახოთ?

მცხეთა-მთიანეთი, დაბა თიანეთი, თამარ მეფის შესახვევი

10:00-20:00