მილიანო აწარმოებს რამდენიმე სახის ქართულ ყველს:
- თეთრი სულგუნი
- შებოლილი სულგუნი
- შებოლილი სულგუნის ხემსი (დაწნული)
„მილიანოს“ სხვა საწარმოებისგან საფირმო პროდუქტი, სულგუნის სხვადასხვა არომატის რულეტები გამოარჩევს. რულეტები რესტორნების მენიუში არსებული ყველის დაფების განუყოფელი ნაწილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ კანადაშიც. ამ ეტაპზე საწარმო ამზადებს ყველის რულეტებს შემდეგი გულსართებით:
- პიტნა
- ტარხუნა
- აჯიკა
- სვანური მარილი
- სუმახი
- კოწახური
„მილიანოს“ ასორტიმენტი მუდმივი გადახალისების პროცესშია. საწარმო მომხარებელს პერიოდულად სიახლეებს სთავაზობს, ასეთია კობის ტიპის დავარგებული და ევროპული ტიპის ნახევრად დაპრესილი ყველი, რომელიც დღის სინათლეს სულ მალე იხილავს. „მილიანოში“ შესაძლებელია ყველის მასტერკლასების გავლა და წარმოების პროცესში ჩართვა.