ნატურის რძის პროდუქტები მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურძემში მდებარეობს და საოჯახო, არტიზანული ყველის საოჯახო საწარმოების რიგს განეკუთვნება.
იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ კაჩოტას, საწარმოში რეგიონისთვის დამახასიათებელ მეგრულ გემოებს სძენენ. მაგალითად, კაჩოტა დავარგებულია სალხინოს ოჯალეშში, რომელიც მხოლოდ ამ მიდამოების მიკროზონაში მოდის. აქ ასევე დააგემოვნებთ პიტნით, თხილითა და ნიგვზით შეზავებულ კაჩოტასაც.
-
საწარმოში მზადდება:
- ტრადიციული მარტვილის სულგუნი
- იმერული ყველი
- შებოლილი სულგუნი
- თხის ყველი და კარაქი შეკვეთით
- ნადუღი
- კაჩოტა, როგორც ძროხის, ასევე თხის რძით
- მეგრულ აჭიკაში შესუნელებული ლიმნიანი, გრილზე შესაწვავი ყველი
- მაკედონიური ყველი კაშკავალი
საწარმოს ერთდროულად შეუძლია 20 ვიზიტორის მიღება და ყველის მასტერკლასების ჩატარება. საწარმო ქუთაისის აეროპორტიდან 1 საათის სავალზე სამანქანე გზაზე მდებარეობს და ნამგზავრ ტურისტებს, ყველთან ერთად, მეგრული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
-
საწარმოში ვიზიტისას, შეიძლება მოინახულოთ აქვე მდებარე სხვა ღირშესანიშნაობებიც:
- მარტვილის კანიონი
- მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს.
- წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი
- ჩანჩქერი ჟუჟღი
- ჩანჩქერი ონიორე
- ტობის მღვიმე
- ტობის ჩანჩქერები
- ძველი ნამოსახლარი - ხიზნების მღვიმე
- წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესია