სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „შირ-ანთ“ რძის გადამუშავებისა და ყველის წარმოების თითქმის 10 წლიანი ისტორია აქვს. ამჯერად, კოოპერატივს მესაქონლეობის ფერმა და ყველის საწარმო გააჩნია. ალპურ ზონაში გამოზრდილი და მოწველილი ძროხის რძე შირ-ანთის პროდუქციას სხვებისგან გამოარცევს და მომხმარებლებში პოპულარულს ხდის.
სომხური ლორი კოოპერატივის სავიზიტო ბარათია. ყველი მარილწყლოვანი დაძველების გარეშე, ვაკუუმში ინახება და ასე ხდება მისი დავარგება. შედეგად, საბოლოო პროდუქტი ნაზი ფაქტურის და ნაკლებმარილიანია.