სულგუნის და გუდაში დაძველებულ ყველის სახეობებთან ერთად, „შუამთა“ ნახევრად მაგარ, პრესილ ევროპულ ყველს აწარმოებს და მას ქართულ არომატებსაც ურთავს. საწარმოში სტუმრობისას შეგილიათ ნახევრად მაგარი ყველი შემდეგი არომატებით დააგემოვნოთ:
- საფერავში დავარგებული
- წიწაკით შესუნელებული
- როზმარინით შეზავებული
- თაფლში დავარგებული
- პიტნაში შეზავებული
საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული, აქედან 8 ქალია. „შუამთაში “დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და აქ წარმოებულ პროდუქციას ქართული რძის ნიშანი აქვს მინიჭებული. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ყველი დამზადებულია ნედლი რძით.