ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორებისა და მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვინაიდან ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თქვენ უნდა იცოდეთ:
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღწერს, თუ ააიპ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - საქრძე (შემდგომში „საქრძე“, მისამართი: საქართველო, თბილისი, რაფიელ აგლაძის 15), როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს ინფორმაციას, მათ შორის, თქვენს პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ტერმინი „სერვისი“ მოიცავს ვებსაიტს www.cheeseroute.ge და მის შესაბამის ქვედომენებს, აგრეთვე სხვა დომენებს, რომლებსაც იყენებს საქრძე და ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ კონტენტს, კომპიუტერულ პროგრამას, აპლიკაციებს, ვიჯეტებს, მასალებს და/ან სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფილია საქრძის მიერ, ან მისი სახელით. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით, ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს ილიაუნის, ხოლო ტერმინით „თქვენ“ იგულისხმებით თქვენ, როგორც სერვისის მომხმარებელი.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ყოფილიყო მარტივი, მაგრამ თუ თქვენთვის უცნობია რომელიმე ტერმინი გამოყენებული ტერმინებიდან, ან თუ გაქვთ რაიმე კითხვები, დაგვიკავშირდით ელფოსტით: info@cheeseroute.ge თქვენი კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ილიაუნიში, ასე რომ, მიუხედავად იმისა, თქვენ ჩვენი სერვისების ახალი მომხმარებელი ხართ, რეგულარული თუ დიდი ხნის მომხმარებელი, მნიშვნელოვანია, რომ გამონახოთ დრო და ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომ გაიგოთ, თუ რა კავშირშია ჩვენ მიერ მიღებული პრაქტიკა თქვენს ინფორმაციასთან.
ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ვიდრე გამოვიყენებდეთ თქვენს ინფორმაციას რაიმე ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც განსხვავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პირობებისგან.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი სერვისები ჩვენი სერვისის ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, განვსაზღვროთ თუ ჩვენ მიერ შეთავაზებული რა სახის სარედაქციო შიგთავსი, პროდუქტები და სერვისებია ყველაზე საინტერესო და ღირებული თქვენთვის.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ შემდეგი ორი წყაროდან:
ა. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ან უკვე მოგვაწოდეთ ამა თუ იმ ფორმით. მაგალითად, ზოგიერთი ჩვენი სერვისი მოითხოვს, რომ თქვენ გახსნათ ანგარიში. ანგარიშის გახსნის დროს, ჩვენ გკითხავთ პირად მონაცემებს, როგორიცაა გვარი და სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა.
ბ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ეს ინფორმაცია უმთავრესად დაკავშირებულია ჩვენ მიერ და მესამე მხარის პროვაიდერების მიერ შემოთავაზებულ იმ სარედაქციო და სარეკლამო კონტენტთან, რომელსაც ნახულობთ, აგრეთვე იმ პროდუქტებთან და სერვისებთან, რომლებსაც თქვენ იყენებთ. ეს ინფორმაცია მოიცავს:
○ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი სერვისი, როგორიცაა ჩვენს სერვისებში გამოყენებული თქვენი საძიებო კითხვები;
○ თქვენ IP მისამართს, ეს არის ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობას, როგორიცაა პლანშეტი, ან სმარტფონი, და რომელიც გამოიყენება ამ მოწყობილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისთვის;
○ ქუქი-ფაილებს (Cookies), რომლებმაც შეიძლება ცალსახად ამოიცნონ თქვენი ბრაუზერი და შეაგროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ჩვენი ვიზიტორები ჩვენს სერვისთან, აგრეთვე დაგვეხმარონ პრობლემების იდენტიფიკაციაში, როგორიცაა შეცდომების მესიჯები კონკრეტული გვერდებიდან. ქუქი-ფაილი არის პატარა ფაილი, რომელიც შეიცავს სიმბოლოების მიმდევრობას. ეს ფაილი იგზავნება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაში, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს ამის შემდეგ, ნებისმიერ დროს, ჩვენი სერვისი ქუქი-ფაილის საშუალებით ამოიცნობს თქვენს ბრაუზერს და შეინახავს ინფორმაციას თქვენი, როგორც მომხმარებლის პრიორიტეტების შესახებ და სხვა პირად ინფორმაციას.
ჩვენი სერვისის მომხმარებლებისგან შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ უფრო რელევანტური შიგთავსი და შემოგთავაზოთ მოსახერხებელი პროდუქტები და სერვისები, ასევე გავაუმჯობესოთ თქვენი საერთო გამოცდილება. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:
თითოეულ შემთხვევაში, თქვენ გთხოვენ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ელფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი, ტელეფონის ნომერი და ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდება ონლაინ მაღაზიის ვებსაიტიდან, ჩვენ აგრეთვე შევაგროვებთ და შევინახავთ დამატებით ინფორმაციას ამ შენაძენის შესახებ, მათ შორის, დასახელების, რაოდენობის, შეძენის თარიღებისა და გადახდის მეთოდის შესახებ, და სხვა ინფორმაციას, როგორიცაა გადამხდელის და გაგზავნის მისამართი (თუ სხვადასხვაა). ამ ინფორმაციის უზრუნველყოფით და შესაბამისი თანხმობის გაცემით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ილიაუნის მიერ და მისი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებისა და სხვა სერვისების მომწოდებლების მიერ, რათა გამოგიგზავნონ სარეკლამო მასალები და სხვა შეტყობინებები ბიზნეს შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ასეთი ელექტრონული სიახლეთა მაცნეების, სარეკლამო მასალებისა და სხვა კომერციული შეტყობინებების მიღება ინსტრუქციის „გამოწერის შეწყვეტა“ შესაბამისად, რომელიც მოცემულია თითოეულ სიახლეთა მაცნეში.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ მიერ პროფილისთვის უზრუნველყოფილი სახელი ყველა სერვისისთვის, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ და რომლებიც მოითხოვს საქრძის ანგარიშს. სწორედ საქრძის ანგარიშში ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ თქვენს საქრძის ანგარიშთან დაკავშირებული ადრინდელი სახელები, რათა წარმოდგენილი იყოთ ერთი სახელით ყველა ჩვენი სერვისის მონაცემებში.
როდესაც თქვენ უკავშირდებით საქრძეს, ჩვენ ვინახავთ თქვენი კომუნიკაციის ჩანაწერს, რათა გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, ან ვინახავთ ჩანაწერს, რომ დავეხმაროთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. ჩვენ შევინახავთ ამ ჩანაწერებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რომ გაცნობოთ იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენი სერვისით.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, პიქსელის თეგები, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ უარყოთ ყველა ქუქი-ფაილი, ან აღნიშნოთ, თუ როდის გამოიგზავნოს ქუქი-ფაილი. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ განახორციელოთ წვდომა, ან ვერ გამოიყენოთ ჩვენი სერვისის ზოგიერთი ფუნქცია ქუქი-ფაილების გარეშე. პიქსელის თეგი არის ტექნოლოგია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით და გამოიყენება ვებსაიტზე აქტივობის თვალის დევნებისთვის. ის ხშირად გამოიყენება ქუქი-ფაილებთან კომბინაციაში.
ჩვენ არ ვადევნებთ თვალს ჩვენს მომხმარებლებს მესამე მხარის ვებსაიტებზე და შესაბამისად, არ ვპასუხობთ „თვალს ნუ მადევნებ“ ("DNT")-სიგნალებს. თუმცა, მესამე მხარეების ზოგიერთი ვებსაიტი თვალს ადევნებს ვებსაიტზე თქვენს საქმიანობას, როდესაც ისინი გემსახურებიან კონტენტით. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ თქვენს ინტერესებს მოარგონ ის შინაარსი, რასაც ისინი გაწვდიან. როდესაც თქვენ ეწვევით ასეთ საიტებს, კონკრეტული ვებსაიტების ბრაუზერები საშუალებას გაძლევთ, რომ მომართოთ DNT სიგნალი თქვენს ბრაუზერში. ასეთ შემთხვევაში, მესამე მხარეებს (კერძოდ, სარეკლამო კომპანიებს) ეცოდინებათ, რომ თქვენ არ გსურთ, რომ თვალი გადევნონ.
ჩვენს სერვისზე რეკლამების განთავსება საშუალებას გვაძლევს, რომ უფასოდ შემოგთავაზოთ ინფორმაცია და პროდუქტები/სერვისები. ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით და ყველანაირად ვცდილობთ, რომ რეკლამა იყოს უსაფრთხო, არააგრესიული და რაც შეიძლება, რელევანტური.
ქუქი-ფაილები გამოიყენება იმ მიზნით, რომ რეკლამები იყოს რაც შეიძლება რელევანტური ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესებისთვის, და უფრო მეტად ღირებული ჩვენი რეკლამების მომწოდებლებისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეეძლოთ ვიზიტორებისთვის უფრო რელევანტური რეკლამების ჩვენება. ქუქი-ფაილები აგრეთვე გამოიყენება იმ მიზნით, რომ არ მოგიხდეთ ერთი და იმავე რეკლამის მრავალჯერ ნახვა და გამოვავლინოთ და თავიდან ავიცილოთ ყალბი დაწკაპუნებები. ჩვენ ვიყენებთ AdSense-ს, Google Analytics-სა და სხვა DoubleClick სერვისებს (კრებითად, "Google® Services"), რომლებიც გვეხმარება, რომ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და დავეხმაროთ ჩვენს რეკლამების მომწოდებლებს, რომ უკეთესად გაიგონ და თვალი ადევნონ მომხმარებელთა ურთიერთობას მათ რეკლამებთან. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენი სერვისის რომელიმე ადგილს, რომელიც შეიცავს ერთ ან მეტ ასეთ რეკლამას, თქვენს ბრაუზერს შეიძლება გაეგზავნოს სხვადასხვა ქუქი-ფაილები.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის Flash და HTML5, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციონალობას ასეთი ჩვენებისთვის, როგორიცაა ინტერაქტიული რეკლამა. ჩვენ შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე თქვენი IP-მისამართი, რომ შეარჩიოთ და უზრუნველყოთ ამ მისამართისთვის გამიზნული რეკლამები, იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს იმ რეკლამების რელევანტურობა, რომლებსაც ხედავთ. აგრეთვე უნდა აღირიცხოს და რეკლამების მომწოდებლებს წარედგინოს არაპირადი სტატისტიკური ინფორმაცია, ვებსაიტის იმ ვიზიტორების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც ნახულობენ მათ რეკლამებს.
რეკლამებს, რომლებსაც ხედავთ ჩვენს სერვისზე, განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც დაკავშირებულია რელევანტურობასთან, მათ შორის:
ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პრობლემა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ნათელი გავხადოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და თქვენ გქონდეთ მიზანმიმართული არჩევნის გაკეთების საშუალება, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები მისი „ვარიანტების“ და „პრიორიტეტების“ ფუნქციიდან იმგვარად, რომ მიიღოთ გაფრთხილება ქუქი-ფაილების მიღებამდე, ან საერთოდ გამორთოთ ყველა ქუქი-ფაილი. თუმცა მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მრავალი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჩვენს სერვისზე მომხმარებლებისთვის, შეიძლება არ ფუნქციონირებდეს სწორად ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში.
მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან, შეიძლება გადაიცეს დანიშნულების ადგილზე თქვენი ქვეყნის და ევროპის ეკონომიკური ზონის ("EEA") ფარგლებს გარეთ, კერძოდ და მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ეს ინფორმაცია აგრეთვე შეიძლება დამუშავდეს EEA-ს ფარგლებს გარეთ პერსონალის მიერ, რომელიც მუშაობს ჩვენთვის, ან რომელიმე ჩვენი მომწოდებელი კომპანიისთვის. ეს პერსონალი, სხვა ფუნქციებთან ერთად, შეიძლება ჩართული იყოს თქვენი შეკვეთების შესრულებაში, თქვენი გადახდის ინფორმაციის დამუშავებასა და დახმარების სერვისების უზრუნველყოფაში. თქვენი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ ინფორმაციის ამგვარ გადაცემაზე, შენახვასა და დამუშავებაზე.
ჩვენი სერვისი საშუალებას აძლევს ვიზიტორებს, რომ გააზიარონ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა კომენტარები სარედაქციო შიგთავსის შესახებ და ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულია სოციალური მედიის საშუალებით. როდესაც აზიარებთ ინფორმაციას, ამის შედეგად, ის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სხვებისთვის, ისეთი მექანიზმების წყალობით, როგორიცაა საძიებო სისტემები. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმაზე, თუ სხვა პირებმა, რომლებსაც თქვენ უზიარებთ ინფორმაციას, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ინფორმაცია. (იხილეთ ქვევით მოცემული პარაგრაფი 10 — ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის სფერო.)
ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ეწვევით ჩვენს სერვისს, თქვენ უნდა შეგეძლოთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე. ეს არის ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება თქვენი იდენტიფიკაცია, როგორიცაა სახელი და გვარი, ელფოსტის მისამართი, ანგარიშსწორების ინფორმაცია, თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიკაცია. თუ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ჩვენ ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის მისი სწრაფი განახლების ან წაშლის გზები - გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ჩვენ უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია ლეგიტიმური ბიზნესის ან იურიდიული მიზნებისთვის, რა შემთხვევაშიც ინფორმაცია შენარჩუნებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული პერიოდების განმავლობაში. როდესაც განვაახლებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, რომ დაადასტუროთ თქვენი იდენტობა, სანამ ვიმოქმედებდეთ თქვენი თხოვნის შესაბამისად.
თუ შესაბამისი კანონი იძლევა ამის საშუალებას, ჩვენ შეიძლება უარი განვაცხადოთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არაზომიერად მეორდება, მოითხოვს შეუსაბამო ტექნიკურ ძალისხმევას (მაგალითად, მოთხოვნები, რომლებიც უკიდურესად არაპრაქტიკულია).
როდესაც შეგვიძლია ინფორმაციაზე წვდომისა და მასში შესწორების შეტანის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას უფასოდ გავაკეთებთ თქვენთვის, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს მოითხოვს შეუსაბამო ძალისხმევას. ჩვენი მიზანია, ჩვენი სერვისები შევინარჩუნოთ ისეთ დონეზე, რომ ინფორმაცია დაცული იყოს შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული დაზიანებისა და განადგურებისგან. ამის გამო, მას შემდეგ, რაც თქვენ წაშლით ინფორმაციას ჩვენი სერვისიდან, შესაძლოა, ჩვენ დაუყოვნებლივ არ წავშალოთ დარჩენილი ასლები მოქმედი სერვერებიდან.
ჩვენ არ ვუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს საქრძის ფარგლებს გარეთ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც იქმნება რომელიმე გარემოება შემდეგი გარემოებებიდან:
ა. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, საქრძის ფარგლებს გარეთ, თუ გვაქვს თქვენი წერილობითი ან სხვაგვარი თანხმობა ამასთან დაკავშირებით.
ბ. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, საქრძის ფარგლებს გარეთ, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა, მისი გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება დასაბუთებულია შემდეგი მიზნებიდან გამომდინარე:
გ. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პირადი ინფორმაცია მყიდველს, ან სხვა სამართალმემკვიდრეს, გაერთიანების, გასხვისების, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ საქრძის საერთო აქტივების ან მისი ნაწილის გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში, როგორც მოქმედი კომპანიის, ისე მისი გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავსი პროცესის პირობებში, რა შემთხვევაშიც საქრძის მიერ დაცული პირადი ინფორმაცია ჩვენი სერვისის მომხმარებელთა შესახებ, წარმოადგენს გადაცემული აქტივების ნაწილს.
დ. ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი ინფორმაცია საჯაროდ და გავუზიაროთ იგი ჩვენს პარტნიორებს, როგორებიც არიან შიგთავსის შემქმნელი მესამე მხარეები, რეკლამის მომწოდებლები, ან მათთან დაკავშირებული საიტები, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელიც არ ამჟღავნებს თქვენი პირადობის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, და რომელიც აგრეგირებულია მომხმარებელთა სხვა ინფორმაციასთან, ილიაუნისა და მესამე მხარეების მიერ ჩვენს სერვისზე შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისა და იმ ტრენდების ჩვენების მიზნით, რომლებიც ემყარება კატეგორიებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, გეოგრაფიული წარმომავლობა და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლები.
ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ დავიცვათ ჩვენი სერვისის მომხმარებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ჩვენ მიერ მათ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისაგან, ცვლილებისგან, გამჟღავნებისა თუ განადგურებისგან. კერძოდ:
ა. ჩვენ ვშიფრავთ თქვენსა და ჩვენს სერვისებს შორის მოძრავი ინფორმაციის დიდ ნაწილს SSL-ის გამოყენებით.
ბ. ვამოწმებთ ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გადამუშავების მიღებულ პრაქტიკას, მათ შორის ფიზიკური უსაფრთხოების ზომებს, რომ არაავტორიზებული წვდომისაგან დავიცვათ ჩვენი სისტემები და შეგროვებული და მათში განთავსებული ინფორმაცია.
გ. ჩვენ პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლებას ვანიჭებთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, კონტრაქტორებსა და აგენტებს, ვისთვისაც აუცილებელია ამ ინფორმაციის ცოდნა, რათა მათ დაამუშაონ ეს ინფორმაცია, რომლებიც ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვის ვალდებულებას ამ ინფორმაციასთან მიმართებით, და რომლებიც ექვემდებარებიან დისციპლინურ ზომებს, მათ შორის გათავისუფლებას, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება ილიაუნის მიერ მისი სერვისის საშუალებით შემოთავაზებულ ყველა სერვისს. მაგრამ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ეხება ქვევით ჩამოთვლილთაგან არცერთს:
ა. სხვა კომპანიების ან ინდივიდუალური პირების მიერ ილიაუნის გარდა სხვა ვებსაიტებზე და აპლიკაციებით შემოთავაზებული სერვისებს, მათ შორის, ნებისმიერ ისეთ ვებსაიტს ან აპლიკაციას, რომელიც შეიძლება მითითებული ან დაკავშირებული იყოს ბმულით ჩვენი სერვისიდან;
ბ. ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია სხვა კომპანიების, ორგანიზაციების ან ინდივიდუალური პირების მიერ (და მათ მიერ მიღებულ საინფორმაციო პრაქტიკას), რომლებიც რეკლამას უწევენ ჩვენს სერვისს, სარედაქციო და სარეკლამო შიგთავსს, ან ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენს სერვისზე, და რომლებიც შეიძლება იყენებდნენ ქუქი-ფაილებს, პიქსელის თეგებსა და სხვა ტექნოლოგიებს რელევანტური სერვისებისა და რეკლამების შეთავაზების მიზნით.
ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს შესაბამისობას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და დარგის მასშტაბით მიღებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, აგრეთვე შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან. როდესაც ვიღებთ ოფიციალურ წერილობით საჩივარს, ჩვენ ვუკავშირდებით იმ პირს, ვინც შემოიტანა საჩივარი, რომ განვიხილოთ ეს საჩივარი.
დროგამოშვებით შეიძლება მოხდეს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა, და ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ხედავთ, იქნება ბოლო ვერსია, ხოლო ბოლო ასეთი გადასინჯვის თარიღი მოცემული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.
თუ გაქვთ კითხვები, პრობლემები ან შემოთავაზებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით info@cheeseroute.ge
ააიპ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია - საქრძე